კანადაში გამოფენაზე Apimondia 2019 წელს პირველად ქართული თაფლის მწარმოებლებიც მონაწილეობენ - Palitra News

კანადაში გამოფენაზე Apimondia 2019 წელს პირველად ქართული თაფლის მწარმოებლებიც მონაწილეობენ

2019-09-12 11:08:58+04:00

კანადაში გამოფენაზე Apimondia 2019 ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ მონრეალში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე ქართული თაფლის მწარმოებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოედგინათ და 80-მდე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის გაეცნოთ.

გამოფენა მეფუტკრეობის დარგში უახლესი ტექნოლოგიების მიღწევებს ეძღვნება, სადაც მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, სამეცნიერო მიმართულების ცოდნა და გამოცდილება გააზიარონ.