კანიე ვესტმა სოციალურ ქსელში პოსტი გაოაქვეყნა სადაც ბილი აილიშს მოუწოდებს რომ ტრევის სკოტს ბოდიში მოუხადოს.
კანიეს პოსტი გამოიწვია ფაქტმა, რამდენიმე დღის წინ ბილი აილიშმა კონცერტი შეწყვიტა როდესაც დაინახა, რომ ერთ-ერთ მსმენელს სუთქვა უჭირდა და სანამ ინჰალატორი არ მოუტანეს, არ განაგრძო სიმღერა და არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადც ბილი ამბობს, რომ მისთვის მნისვნელოვანია მსმენელების უსაფრთხოება. მან სცენიდან თქვა, რომ "მე ველოდები ადამიანებს, რომ კარგად გახდნენ, სანამ გავაგრძელებ".
"კარგი რა, ბილი, ჩვენ გვიყვარხარ, გთხოვმ მოუბოდიშე ტრევის სკოტს და იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებიც დაიღუპნენ. არავის სურდა, რომ ეს მომხდარიყო, ტრევისს სცენაზე ყოფნისას წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა და ძალიან განიცადა მომხდარი, ტრევისი ჩემთან ერთად იქნება Coachella-ს ფესტივალზეზე, მაგრამ მჭირდება, რომ სანამ კონცერტი მექნება მას მოუბოდიშო"- წერს კანიე
ბილი აილიშმა კანიე ვესტის პოსტს კომენტარებში მალევე უპასუხა. "არაფერი მითქვამს ტრევისზე, უბრალოდ მსმენელს ვეხმარებოდი", - დაწერა მან.
შეგახსენებთ რომ 6 ნოემბერს ფესტივალ Astroworld-ზე, ტრევის სკოტის კონცერტზე მომხდარ ჭყლეტვას 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 9 წლის ბავშვის, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავდა ასობით ადამიანი.