რეპერი კანიე ვესტი პირველად გახდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეპერის ტიტულის მფლობელი. ჟურნალ „ფორბსის“ ახალ ყოველწლიურ რეიტინგში, ვესტმა ამ პოზიციის დაკავება ბოლო 1 წლის განმავლობაში 150 მილიონი დოლარის გამომუშავებით შეძლო. ეს კი მუსიკაზე მეტად მოდის ბიზნესიდან მიღებული ჰონორარებით მოახერხა. როგორც ცნობილია, გასულ წელს ვესტმა Adidas-თან ერთად გამოსცა ფეხსაცმელების ხაზი - Yeezy, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.რეიტინგში მეორე ადგილზეა გასული წლის ლიდერი ჯეი-ზი, რომლის შემოსავლებმა მეუღლე ბიონსესთან ერთად გამართული ტურნეს ბოლოს 81 მილიონი დოლარი შეადგინა. სამეულს კი სტრიმინგ სერვისებზე ყველაზე მოსმენადი კანადელი რეპერი დრეიკი ხურავს. მან 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ხუთეულში მოხვდნენ ასევე: Diddy და Travis Scott, რომელთაც ბოლო ერთ წელიწადში შესაბამისად, 70 მილიონი და 58 მილიონი ამერიკული დოლარი.