კანის რიგით 72-ე კინოფესტივალი ოფიციალურად დასრულდა და ფესტივალის ჟიურიმ, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ხელმძღვანელობით, გამარჯვებულები დაასახელა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალი განსაკუთრებულად სასიხარულო გამოდგა კორეელი რეჟისორის, პონ ჩჟუნ ხოსთვის, რომლის ფილმმა „პარაზიტები“ „ოქროს პალმის რტო” მიიღო. ყველაზე საუკეთესო სცენარისტის პრემია, ფრანგი რეჟისორის, სელინე სკიამას ფილმს ერგო. ქალის როლის ყველაზე საუკეთესო შემსრულებლის ჯილდო გადაეცა ბრიტანელ და ამერიკელ მსახიობს, ემილი. ხოლო ყველაზე საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლის ჯილდო კი ესპანელ ანტონიო ბანდერასს ერგო. ე.წ. “ოქროს კამერის“ ჯილდო გადაეცა გვატემალელ რეჟისორ ცეზარ დიაზს.რაც შეეხება ქართულ ფილმს „და ჩვენ ვცეკვავთ“ კანის კინოფესტივალზე, კრიტიკოსთა რეიტინგში ყველაზე კარგი ფილმების ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა, ამავე ჩამონათვალში მხოლოდ მე-11 ადგილს დასჯერდა ტარანტინოს ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“.