კანის ფესტივალი კოროვირუსის პანდემიის გამო გადაიდო - Palitra News

კანის ფესტივალი კოროვირუსის პანდემიის გამო გადაიდო

2020-03-20 12:10:09+04:00

კანის ფესტივალი კოროვირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ფესტივალის ორგანიზატორებმა შესაბამისი განცხადება "ტვიტერზე" გამოაქვეყნეს. მათივე განცხადებით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი და შესაძლებელია ფესტივალი 2020 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გაიმართოს.

ცნობისთვის, კანში ფესტივალი 12-13 მაისს უნდა ჩატარებულიყო.