"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება, რომელიც 12 წლამდე ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანის დროს, უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის, ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას.
კანონპროექტის ავტორები საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები არიან, პარლამენტში კი ცვლილებების ინიცირებას დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ახდენენ.
ცვლილებების ავტორი ორგანიზაციების შეფასებით, დღევანდელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბავშების დაცვას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რის გამოც ბავშვების ავტომანქანით გადაყვანაზე რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.