დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა ნამუშევარი დროის ყოველდღიური აღრიცხვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია დარეგისტრირებული.
კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც სამუშაო დროის აღრიცხვას გულისხმობს. შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ან ელექტრონული ფორმით.
ამასთან, პროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება ხელფასის გაცემასთან ერთად დასაქმებულს ნამუშევარი საათების აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტიც გადასცეს.