ფოთის სანაპირო ზოლზე, სამხრეთ მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქარბორბალა დაფიქსირდა, რომელიც რამდენიმე წამს გაგრძელდა. სინოპტიკოსების თქმით, ქარბორბალა ზღვაზე დაფიქსირდა და მისი ხმელეთზე განმეორება არ მოხდება. მათივე ინფორმაციით, ფოთში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 4-5 ბალამდე, რაც წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია.