1 წლის წინ კარდაშიანების ოჯახმა განაცხადა, რომ ცნობილი ამერიკული რეალითი შოუ Keeping Up With the Kardashians 14 წლის შემდეგ მე-20 სეზონით სრულდებოდა. ამ განცხადებიდან 3 თვის შემდეგ Hulu-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წელს კარდაშიანების ოჯახთან ახალი პროექტის შესაქმნელად რამდენიმე მილიონიან შეთანხმებას მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პროექტიც წინას მსგავსად რეალითი შოუ იქნება. დაახლოებით 2 კვირის წინ ელენის შოუში კიმ კარდაშიანმა დაადასტურა, რომ ახალი პროექტი ოჯახის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს სწრაფადვე გამოეხმაურებოდა. კიმის თქმით, გადაღებები შემოდგომას დაიწყებოდა და იმედი ჰქონდათ, რომ პრემიერაც იმავე სეზონზე მოესწრებოდა. ცოტა ხნის წინ კი ინსტაგრამ story-ში მიკროფონის ფოტოც დადო წარწერით "პირველი დღე".