სტრიმინგ სერვისს ზუსტი რიცხვი არ გამოუქვეყნებია, რადგან, როგორც წესი, რეიტინგებს არ ავრცელებს ხოლმე, თუმცა, დაადასტურა, რომ შოუ Star-ის წარმოებული ყველაზე პოპულარული პროდუქტიც გახდა.
რეიტინგი ეფუძნება მონაცემს, თუ რამდენი საათი უყურეს კარდაშიანების პირველ ეპიზოდს სტრიმინგ სერვისების მომხმარებლებმა პრემიერიდან პირველი სამი დღის განმავლობაში.
The Kardashians ამერიკულ პოპკულტურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის ახალი რეალითი შოუა, რომლის წინამორბედი — Keeping Up With the Kardashians — 14 წლის განმავლობაში გადიოდა ტელეეკრანებზე. გადაცემის დასრულებიდან სულ რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ოჯახმა უპრეცედენტოდ ძვირადღირებული, $100-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა Hulu-სთან, რათა ახალი რეალითი შოუს ოთხი 10-ეპიზოდიანი სეზონი შეექმნათ. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ, შოუს პრემიერაზე, მათ იხუმრეს კიდეც, რომ ისევ 20 სეზონის გადაღებას აპირებენ.