13 ოქტომბერს მრავალფუნქციურ ცენტრ რესპუბლიკაში ევროპისა და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერი ორგანიზაცია მედტრონიკის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი თემაზე "თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მართვაში". ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ჩაატარეს სხვადასხვა საგანმანათლებლო სესიები და მასტერკლასები. გააცნეს ქართველ და უცხოელ კოლეგებს გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
კარდიოვასკულარული დაავადება მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთყველაზე გავრცელებულ მიზეზს წამოადგენს.გულის დაავადებების მქონე პაციენტებში კი გადარჩენის მაჩვენებლები შესაძლოა, საგრძნობლად გაუმჯობესდეს სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდით.