საკმარისია აქ რამდენიმე წუთი გაატარო, რომსა და მილანს შორის განსხვავებას იგრძნობ. იტალიის დედაქალაქი ქვეყნის ძველი იერსახის დემონსტრირებას ახდენს, მილანი - თანემედროვეობისა. აქ თითოქსდა მეტი მოძრაობა, მეტი სტილია. ბევრი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მილანსა და იტალიას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც ნიუ-იორკსა და მთლიანად ამერიკას შორის. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მილანი უსახური და ხმაურიანი მეგაპოლისია. ის ძალიან ლამაზი, მწვანე და ატმოსფერულია. იტალიის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ტურისტების წინაშე ყველა თავსი ღირსებას უმალვე არ ხსნის, აქ საკმაოდ დიდ დრო უნად დაჰყო, გამოიცნო და გაუისინჯო გემო. ნაცრისფერი და ნისლიანი მილანიც კი შეგაყვარებთ თავს, თავისი ხიბლით.