ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი და კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და მთლიანად გუნდი, წარმატებით გავართმევთ თავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.გახარიას თქმით, მთავრობის ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას.