60 წლის ჯიმ კერიმ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ინტევრიუს დროს მაყურებლებს გაუმხილა, რომ თითქმის 40-წლიანი სამსახიობო კარიერის დასრულებასა და დასვენებას აპირებს.
"კარიერის დასრულებას ვაპირებ... ამას სერიოზულად ვამბობ"
ჟურნალისტმა გაოცება ვერ დამალა და მსახიობს მიზეზი ჰკითხა, რაზეც ჯიმ კერიმ უპასუხა: "გააჩნია. თუ ანგელოზები ოქროს მელნით დაწერილ სცენარს მომიტანენ, რომელიც მეტყვის, რომ ამის ნახვა ხალხისთვის აუცილებელია, შესაძლოა, გზა გავაგრძელო, მაგრამ ახლა უნდა დავისვენო. ძალიან მომწონს ჩემი მშვიდი ცხოვრება და ძალიან მიყვარს ტილოზე საღებავით ხატვა...ეს შეიძლება სხვა ვარსკვლავებისგან ვერასდროს ვერ მოისმინოთ, მაგრამ მე საკმარისი მაქვს. საკმარისი გავაკეთე. თავადაც საკმარისი ვარ"
აღსანიშნავია, რომ მსახიობმა 2014 წელს 6-წლიანი პაუზა აიღო და 2020 წელს Sonic the Hedgehog-ში დაბრუნდა. ცოტა ხნის წინ ის უილ სმიტისა და კრის როკის ინციდენტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უილ სმიტი როკისთვის სახეში გარტყმის გამო დაპატიმრებას იმსახურებდა.
ჯიმს ოსკარი არ მიუღია ამ დრომდე და რატომღაც კომიკოსებს ბედნი ამ მხრივ ნაკლებად სწყალობთ.