ქარიშხალმა "ლორენცომ" პორტუგალიაში, აზორის კუნძულებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია ტალღების სიმაღლის 15 მეტრამდე ზრდა. როიტერსის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 170 კილომეტრს მიაღწევს. ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ინფრასტრუქტურა, სერიოზული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სტიქიის გამო რამდენიმე რეგიონში ოთხშაბათს სკოლებში დასვენების დღე გამოაცხადეს. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია რამდენიმე მაგისტრალიც.