საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გარდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებისა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ პროცესებიც შეაფასა.
კარლ ჰარცელი მოხარულია რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად, საკუთარ სასამართლო პროცესს პირადად დაესწრო. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს პროცესისთვის თვალყურის მიდევნებას.
ევროკავშირის ელჩმა ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესიც შეაფასა. მისი თქმით ეს პროცესი ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელების დაპირებას ეწინააღმდეგება.