კარლ ლაგერფელდმა მოდის ინდუსტრია თავდაყირა დააყენა, ყველას დაამახსოვრა თავი საკუთარი ეპატაჟური დეფილეებით და მოდის ინდუსტრიაში დამსახურებული ღვაწლით. ის ცნობილია არამარტო მოდის სამყაროს სრულყოფაში არამედ ბევრი სკანდალური განცხადებების გაკეთებაშიც. ჩვენ კი მაესტროს ყველაზე თამამ გამონათქვამებს მოვუყარეთ თავი.
გთავაზობთ კარლ ლაგერფელდის მოსაზრებებს მოდაზე, სტილსა და ქალზე
"5 რამ რაც ყველას უნდა ჰქონდეს გარდერობში: თავისუფალი მაისური, თეთრი პერანგი, მოსაცმელი, რომელიც იდეალურად ზის, დენიმები და ქვედაბოლო რომელიც სილუეტს მომგებიანად წარმოაჩენს."
"თუკი გოგოს არაფრის ნიჭი არ აქვს, უმჯობესია გათხოვდეს და შვილები გააჩინოს. ნიჭის განვითარება შესაძლებელია, მაგრამ მისი არქონის შემთხვევაში ვერაფერს იზამ.
"წითელი ტუჩსაცხი მატყუარა რამ არის. მას შეუძლია როგორც ლამაზად წარმოაჩინოს ქალი ისე გააფუჭოს მისი ვიზუალი. თუკი ღამის კლუბში წითელი ტუჩსაცხით გადაწყვიტე წასვლა, კარგი მაკიაჟი გაიკეთე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დეფექტი სახეზე მარტივად გამოჩნდება."