"მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა" - იტალიელი ავტორის, რედაქტორისა და მთარგმნელის, კარლო ბატას 224 გვერდიანი ბიოგრაფიული ჟანრის კრებულია, რომელიც 2020 წელს გამომცემლობა, Edizioni White Star-მა გამოსცა.
წიგნში წარმოდგენილია მსოფლიოს 38 ლიდერის მიმართვა, რომელიც მოიცავს 1945 წლიდან დღემდე მოღვაწე ცნობილ პერსონებზე, რომელთა შორის არიან როგორც სახელმწიფო მოხელეები, ასევე მეცნიერები, ლიტერატურათმცოდნეები, მწარმოებლები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს კაცობრიობის ისტორიაზე, მათ შორის მართინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, ალბერტ აინშტაინი, უინსტონ ჩერჩილი და სხვები.
კარლო ბატამ განათლება იტალიაში მიიღო, მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, იგი ნეაპოლიტანურ უნივერსიტეტში, ლ’ორიანტელე-ში ესპანურენოვანი კულტურის ისტორიას ასწავლიდა. ბატა ასევე ავტორია ათამდე ბიოგრაფიული ჟანრის წიგნისა.
საქართველოში წიგნის პრეზენტაცია 2022 წლის მარტში გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე , "იდეა, რომლისაც მწამს" შედგა. შეხვედრის ფარგლებში სპიკერებმა საკუთარ იდეებზე ისაუბრეს და განიხილეს კარლო ბატას წიგნი "მსოფლიო ლიდერების გამოსვლები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა".
წიგნი "პალიტრა ელის" სერიაში, ლურჯი ოკეანე გამოიცა ანი ნემსიწვერიძის თარგმანით და ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებ გვერდზე Palitral.ge