ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ჩართვის დღიდან სექტემბრის ბოლოს მონაცემებით 80 მილიონ კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ენერგეტიკის განვითარების ფონდის ცნობით, მიმიდინარე წლის განმავლობაში სადგურის მიერ ქარის ენერგიის რესურსის ათვისება 53 %-ს უტოლდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელია.სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლი 27 იანვარს დარეგისტრირდა.