ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ დარჩა, ფული და პოლარიზაციაა. სვლები არ აქვთ და ამის გამოა, რა მდგომარეობაშიც არიან, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ქალაქის მასშტაბით „სისხლიანი ბანერების“ გამოჩენას გამოეხმაურა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფსონს იმავე ბრძოლის სტრატეგიაზე დებს, რომელმაც წინა წლების არჩევნების დროს გაუმართლა.