გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით და აი, ამ მართლა გაბანკროტებული და თვითგანადგურების რეჟიმში შესული პარტიიდან ჩვენზე რამის თქმა ღიმილის მომგვრელია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური კრიზისია და ის თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს უსუსურ მდგომარეობაშია და ცდილობს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ პარლამენტი მონოპარტიული აღარ არის.