ქართული აგროპროდუქციის მაღაზიებში სპეციალურ სტენდებზე განთავსდების პროექტი გადაიდო. როგორც ცნობილია, 18 მეწარმე სუბიექტის პროდუქცია დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში 25 არაქსელურ მაღაზიაში სპეციალურ სტენდებზე ოქტომბრის ბოლოდან უნდა გამოჩენილიყო, თუმცა პროექტის განხორციელება 20 ნოემბრამდე გადაიდო.
ქართულ მაღაზიათა ასოციაციის თავმჯდომარე "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიზეზი დროში გაწელილი ბიუროკრატიული პროცესია. პროექტს, ქართულ მაღაზიათა ასოციაცია The USAID Agriculture Program-თან ერთად განახორციელებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალურად ამ მიზნით, საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მოლი - Extra.ge, რომელიც სასურველი მომსახურებისა და პროდუქტების შეძენისა და სახლიდან გაუსვლელად მიღების შესაძლებლობას იძლევა, პროექტის გაყიდვებისა და ლოჯისტიკის ნაწილს უზრუნველყოფს.