საქართველოში ამ დროისთვის აღებული ატმის მოსავლის 61,4% რუსეთში გავიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივლისის მდგომარეობით, ატმის ექსპორტმა 6 ათას 179 ტონა შეადგინა, რაც 640 ტონით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან 3 ათას 796 ტონა რუსეთზე მოდის.
საექსპორტო ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება: რუსეთი, სომხეთი და აზერბაჯანი. გარდა ამისა, ქართული ატამი ექსპორტზე გადის ყაზახეთში, სლოვენიაში, მოლდოვასა და სინგაპურში.