კომპანია BPC თებერვლიდან ასკილის ბიოწვენს აშშ-ში, ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტაში გაიტანს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გაგა აბაშიძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ასკილის წვენი ატლანტაში სუპერმარკეტების გარდა, რამდენიმე ძვირადღირებულ რესტორანშიც გაიყიდება. გაგა აბაშიძის თქმით, საქართველოში წარმოებული ბიოსერტიფიცირებული ასკილის წვენით კოქტეილების მომზადებაც არის შესაძლებელი.