10:18
20 ივნისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
ქართული დელეგაციის პატივსაცემად თურქეთში "დიდოუ ნანა" იმღერეს
02-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი გუშინ დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილს ერდოღანის მთავრობა პომპე-ზურად დახვდა. პოლიტიკური ნაწილის შემდეგ, დღის ბოლოს ვახშამიც გაიმართა, სადაც ქართული დელეგაციის პატივსაცემად ქართული სიმღერები შესრულდა. ამის შესახებ AMBEBI.GE წერს.

კადრებს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

"ქართული დელეგაციის საპატივცემულოდ შესრულებული სიმღერები საქართველოს პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის ოფიციალური ვახშმის არაოფიციალური ნაწილი იყო.

ყველა დეტალიდან კარგად ჩანდა, პრემიერ-მინისტრის მიმართ ჩვენი მეზო-ბელი სახელმწიფოს პირველი პირის დამოკიდებულება, პატივისცემა და და-ფასება. ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალშიც თვალნათლივ ჩანდა - თურქეთის პრეზიდენტი მისთვის საპატიო სტუმრებს სწორედ ასე მასპინძლობს.

ვიზიტის დასასრულს, ყველამ ერთად აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მაღალი დონის სახელმწიფო შეხვედრა განსაკუთრებულად მეგობრული იყო და ამით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართველი მაღალი რანგის პოლიტიკოსების ვიზიტებისგან არსები-თად განსხვავებულიც" - წერს გიორგობიანი.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები