ატმის, გარგარის, ალუბლის, ბლის, ქლიავის და ღოღნოშოს, ასევე ვაშლის, მსხლისა და კომშის ექსპორტმა გასულ წელს რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა.
კერძოდ, მთავრობის ცნობით, გასულ წელს ქვეყნიდან 13 მილიონი ამერიკული დოლარის ატამი, გარგარი, ალუბალი, ბალი, ქლიავი და ღოღნოშო გავიდა ექსპორტზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს მონაცემი 53.2%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ვაშლს, მსხალსა და კომშს, მათმა ექსპორტმა რეკორდული - 5 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი, 210%-ით არის გაზრდილი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 834 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 მილიარდ 771 მილიონ 500 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 63 მილიონ 200 ათას დოლარს შეადგენს.