ქართული კომპანია 45 ტონა ლოკოკინას ექსპორტზე იტალიაში გაიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, საუბარია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმაზე „ნადი გრუპი“, რომელიც პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს და წელს, ოქტომბერში, იტალიაში 45 ტონა ლოკოკინა გავა ექსპორტზე.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სამინისტრო ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, მილიონ 860 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მილიონ 260 ათასი ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს. საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული.