კომპანია "იუვის ბერისმა" ლურჯი მოცვი, პომიდორი, ქინძი, ოხრახუში, კამა და სხვა სახის მწვანილი ყატარში ექსპორტზე გაიტანა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყატარის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოს საელჩოს ყატარში პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებაში დახმარებისთვის მიმართეს. სწორედ ამ მიზნით, "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ 100-ზე მეტ კერძო კომპანიას, საქართველოს საელჩოს ყატარში მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ. კომპანიამ „იუვის ბერისმა“ "ყატართან" მოლაპარაკების ფარგლებში გააფორმა კონტრაქტი ყატარის ჰიპერმარკეტების ქსელთან ლულუ, სადაც უკვე ახორციელებს მოცვის, ბოსტნეულისა და მწვანილის ექსპორტს.