07:28
7 ივნისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
7 VS 1
"ქართული ოცნებიდან" რამდენიმე ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებში" - ადა მარშანია
14-12-2018

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7vs1” განაცხადა. მისი თქმით, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ წევრებთან.

ადა მარშანიამ დაადასტურა, რომ მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს გედევან ფოფხაძესთან, რომელზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ უერთდებოდა.

„გედევან ფოფხაძის ფიგურა უკვე გამოირიცხა სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი დეპუტაცია გავაგრძელებთ ბრძოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები „ქართული ოცნების“ წევრ მამაკაცებთან. „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს „პატრიოტთა ალიანსში“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ფრაქციის გაძლიერების საკითხი დღის წესრიგში, ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა, რომლემაც პარტია და ფრაქცია დატოვა, რის გამოც ფრაქციის შენარჩუნებისთვის დეპუტათა არასაკმარისი რაოდენობა დარჩა. რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის არსებობისთვის, მინიმუმ ხუთი დეპუტატია საჭირო. დროებით „საქართველოს პატრიოტებს“ მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი, დათო ჭიჭინაძე შეუერთდა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, მისი „პატრიოტებში“ გადასვლა, დროებითია. იმ შემთხვევაში თუ „საქართველოს პატრიოტებს“ ჭიჭინაძე დატოვებს და ვერ მოხდება მისი ჩანაცვლება, „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში ფრაქციის გარეშე დარჩება.

AutoPlay
7 ჟურნალისტი VS დავით ჭიჭინაძე
04-08-2019
"კობახიძე იყო მაბეზღარა, რაც იყო და არ იყო, იმასაც იძახდა, სია მიუტანა, ეს 6 კაცი გამაგდებინე და სიწყნარე გექნებაო, 26-იც ვართ გამოგდებული, მაგრამ სიწყნარე არ არის" - ჭიჭინაძე
03-08-2019
თქვენ ელოდებით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს რაიმე თანამდებობაზე? - დავით ჭიჭინაძის პასუხი წამყვანს
03-08-2019
"100%-იანი შკალა რომ ავიღოთ, სადღაც 80% იყო პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, იგივე შკალით ბახტაძე არ არის 5%" - დავით ჭიჭინაძე
03-08-2019
"ბანკები სისხლძარღვი კი არა, კიბოა ეკონომიკის" - დავით ჭიჭინაძე
03-08-2019
"ყოველთვის ვიძახდი, რომ ბანკების სპეკულაციური თამაში არის ჩვენი ვალუტის კურსის განმსაზღვრელი და ეკონომიკასთან ამას კავშირი არ გააჩნია" - დავით ჭიჭინაძე
03-08-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები