მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” 30 მაჟორიტარი კანდიდატიდან შვიდმა, მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით, 2020 წლის იანვრის შემდეგ პარტიას 1,035,000 ლარი შესწირეს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნულია, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ გაღებული შემოწირულობები პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 6%ს შეადგენს.
შემომწირველი კანდიდატები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე.