პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა დასრულდა.
სხდომაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საუბარი რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის საკითხსა და ასევე, უმრავლესობის რიგებიდან წასულ დეპუტატებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კიდევ ერთხელ გამორიცხეს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა არჩევნები როგორი სისტემითა და როდის ჩატარდება, რადგან მისივე თქმით "ქართული ოცნება" არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს.