ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია გაიმართა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები - მოძრაობა „შეცვალეს“, „დროას“ და „სირცხვილიას“ წევრები იმყოფებოდნენ. ისინი მიმდინარე წლის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ.
აქტივისტებს დეპუტატებისთვის კითხვების პირადად დასმა უნდოდათ იმის შესახებ, თუ რატომ არ აკავებენ 23 დღის შემდეგაც კი, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორებს. თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
აქტივისტების თქმით “ქართული ოცნების“ ოფისში არიან შეკრებილი ადამიანები, რომლებმაც საკუთარი განცხადებებით, 5 ივლისს წაახალისეს ძალადობა, ძალადობის ფაქტი არც კი დაგმეს და მხოლოდ პოპულისტური გზავნილებით შემოიფარგლნენ.