„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სამართალდამცავის მიერ შშმ პირზე ძალადობის ფაქტი გააპროტესტეს და აცხადებენ, რომ “ძალადობრივი რეჟიმი წაახალისა რუსმა ოლიგარქმა და “ქართულმა ოცნებამ”. მათი თქმით, სისტემის დასამარცხებლად ერთი რიგითი პოლიციელის დასჯა საკმარისი არ არის.