ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა. შესაბამისად, მისი თქმით, ის კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს. ფოფხაძის განცხადებით მისი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითია. მისივე თქმით, ის ყველა საკითხზე თავის პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.