სამი ყოფილი მინისტრი 4 მოქმედი დეპუტატი და ერთიც ყოფილი გამგებელი. თბილისის რვავე ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია. 1. დავით სერგეენკო თბილისი (საბურთალო)2. ნოდარ ტურძელაძე თბილისი (ვაკე)3. ლევან კობიაშვილი თბილისი (გლდანი)4. სოზარ სუბარი თბილისი (სამგორი)5. კახა კახიშვილი თბილისი (ისანი)6. ბექა ოდიშარია თბილისი (მთაწმინდა-კრწანისი)7. მიხეილ ყაველაშვილი თბილისი (ნაძალადევი)8. გია ვოლსკი თბილისი (დიდუბე-ჩუღურეთი)
მმართველი პარტიის რჩეულებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ლაიტმოტივი ამომრჩეველზე ზრუნვა იქნება. თბილისის მაჟორიტარი კანდიდატებმა პირობასაც დებენ, რომ 30-ვე ოლქში „ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამომრჩეველს კი დაპირდნენ, რომ ინტენსიურად იმუშავებენ, რათა თავი ორ უბედურებას - ოკუპაციას და ვირუსის შემოტევას დააღწიონ.
რაც შეეხება რეგიონებს, მცხეთაში-დუშეთში-თიანეთსა და ყაზბეგში „ქართული ოცნების“ სახელით გამარჯვებისთვის შალვა კერესელიძე იბრძოლებს. თელავში-ახმეტაში-ყვარელსა და ლაგოდეხში ირაკლი ქადაგიშვილი. ხოლო გურჯაანში-საგარეჯოში-სიღნაღსა და დედოფლისწყაროში დავით სონღულაშვილი.
მაჟორიტარი კანდიდატები ერთხმად აცხადებენ, რომ ოპოზიცია მათთვის კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს და ამ ბრძოლაში ქართული ოცნებისა და ამომრჩევლის მხარდაჭერით აუცილებლად გაიმარჯვებენ.
სამეგრელოში მეტი ამერიკისა და ევროკავშირის შეტანას გეგმავს გამარჯვების შემთხვევაში აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია. მასთან ერთად კი სამეგრელოს რეგიონის ამომრჩევლის გულის მოგებას ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანი, ფოთში ხობსა და სენაკში ირაკლი ხახუბია გეგმავენ. მორიგ ჯერზე რაჭველების მხარდაჭერის იმედი აქვს ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის მაჟორიტარობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში სწორედ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის წარმომადგენელია.
ქუთაისში ქართული ოცნების სახელით გამარჯვებისთვის იბრძოლებს, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატი პაატა კვიჟინაძეა, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულში ბეჟან წაქაძე, სამტრედიაში-წყალტუბოში-ვანსა და ხონში გივი ჭიჭინაძე, ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ ანტონ ობოლაშვილი, ხოლო ახალქალაქი-ნინოწმინდის წარმომადგენლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტში სამველ მანუკიანს სურს.
30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან რუსთავი ერთადერთია, სადაც მმართველ პარტიას ქალი წარმომადგენლის ყოლის იმედი აქვს. აღნიშნულ ოლქში ქართული ოცნების სახელით არჩევნებზე ნინო ლაცაბიძე გავა. მარნეულსა და გარდაბანში გამარჯვებისთვის იბრძოლებს ზაურ დარგალი, ბოლნისში დმანისში თეთრიწყაროსა და წალკის მოსახლეობის წარმომადგენლობა კი მმართველი პარტიის სახელით გოგი მეშველიანს სურს. რაც შეეხება შიდა ქართლს, გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურისა და ქარელის კი ზაზა დუგლაძე იქნება.
აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე იბრძოლებს ქობულეთის მაჟორიტარობისთვის, ბათუმში კი მმართველი პარტიის რჩეული რესან კონცელიძეა, ხულოს, შახევისა და ქედელების მხარდაჭერის იმედი აქვს მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს. რაც შეეხება გურიას, ოზურგეთში ლანჩხუთსა და ჩოხატაურში გამარჯვებისთვის ვასილ ჩიგოგიძე იბრძოლებს.
30-ვე მაჟორიტარობის კანდიდატი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ებმება. კანდიდატები პირობას დებენ, რომ ისინი პარლამენტში არჩევის შემთხვევაში მოსახლეობის ინტერესების გამტარებლები და დამცველები იქნებიან