ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას ამერიკაში 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - Palitra News

ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას ამერიკაში 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2018-12-21 09:05:59+04:00

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდ რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთამიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი”-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაჟდენ შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული.შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ნიუ-ჯერსიში, ასევე რეკეტი, ნარკოვაჭრობა, აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება, ძარცვა.