იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ თავშეყრას კრძალავს.
"პალიტრანიუსს" იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა მიაწოდა ღამით, ავტომობილიდან გადაღებული ვიდეო, რომელიც ფლორენციის დაცარიელებულ ქუჩებს გვიჩვენებს.