ქართველი შემსრულებელი თათია კობალაძე აქტიურად განაგრძობს მონაწილეობას ყაზახურ ვოისში, ვებნიუსი კი მის გამოსვლებს მუდმივად ადევნებს თვალს და ცდილობს გააშუქოს მისი წარმატების ამსახველი კადრებიც, უკვე კარგად მოგეხსენებათ რომ მან ეგრეთ წოდებული ბრმა ქასთინგი და რინგის ტური წარმატებით გაიარა და ახლა კიდევ ერთი წარმატებული გამოსვლა ქონდა, მან ცნობილი სიმღერა ალილუია შეასრულა და კიდევ ერთხელ დაიმსახურა დიდი მოწონება და მომდევნო ეტაპის საგზურიც თამამად მოიპოვა.