08:56
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
ქართველი მსახიობი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სერიალ Sex And The City-ში გადაიღეს
17-11-2021

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, არაერთი “ემის” ჯილდოსა და “ოქროს გლობუსის” მფლობელი სატელევიზიო პროექტი Sex And The City ეკრანებს ახალი სეზონით უბრუნდება.HBO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით And Just Like That-ის პრემიერა 2021 წლის 9 დეკემბერს შედგება.
სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში კი ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა გამოჩნდება.
მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ And Just Like That-ის გადაღებები დაიწყო მომინდა სერიალში მოხვედრა, თუმცა ვიცოდი, რომ შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. კოვიდის გავრცელების შემდეგ ამერიკაში შემდგარი მსახიობები პროექტებზე უკვე თავისუფლად მუშაობდნენ. კასტინგები ძირითადად ონლაინ ტარდებოდა… ამ პროექტში მოსახვედრად უნდა ყოფილიყავი გილდიის (SAG Screen Actors Guild) წევრი, რომ “მოლაპარაკე” როლი გქონოდა. გამონაკლისები იშვიათად ხდებოდა, ასეთ პროექტებზე მითუმეტეს. ამერიკაში, ისევე როგორც ყველგან, ნაცნობობის გარეშე, რთულია რამის გაკეთება. უბრალოდ, საქართველოსა და სხვა პატარა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ შემოთავაზებაშია სხვაობა.”როგორც ქართველი მსახიობი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ანკეტებს თითქმის ყოველდღიურად აგზავნიდა, სერიალიდან დადებით პასუხს მაინც არ მოელოდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ნიუ-იორკში ათასობით მსახიობი ცხოვრობს, რომლებსაც ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობის სურთ, მათ შორის კონკურენცია პანდემიის ფონზე განვითარებული რთული ვითარების ჟამს უფრო და უფრო მატულობს. თუმცა როგოც ჩანს ქართველ მსახიობს გაუმართლა და მალე მას ცნობილი მსახიობების მონაწილეობით გადაღებულ ძალიან საინტერესო ეპიზოდში ვიხილავთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები