შვედი მუსიკოსი Avicii-ის გარდაცვალებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. კოლეგებმა და მეგობრებმა DJ-ის სახელის უკვდავსაყოფად ვიდეო ჩაწერეს, რომელიც იუთუბზე 24 ივნისს გამოქვეყნდა. ვიდეოს რეჟისორი ლევან ციქურიშვილია. მასში გარდაცვლილი დიჯეის ცხოვრებიდან უცნობ მომენტებს ვეცნობით, კლიპში კი Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი მღერის.