კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ინფრომირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექსპერტიზის დასკნასთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი. როგორც ის აცხადებს, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ამას გარდა, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დეტალებთნ დაკავშირებით საუბრის უფლება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრუწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.