05:27
24 იანვარი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კასპში მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით, მკვლელობაში ბრალდებულს კი უვადო პატიმრობა მიესაჯა
03-12-2021

კასპში, მეუღლის - ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქეთევან ჩხაიძე გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ კახიშვილი და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ ამ წუთებში გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.

ქეთევან ჩხაიძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, მან დანაშაულის დაფარვა აღიარა, რაც შეეხება ზურაბ კახიშვილს, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული ხნის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლული მამაკაცის მეუღლე - 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი.

AutoPlay
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
დიდი ბრიტანეთი რუსეთს გაფრთხილებას უგზავნის
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ლისის ტბაზე "ბედნიერების ვექტორი 2022"-ის პირველი, სადებიუტო მსვლელობა-მარათონი გაიმართა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
მოგიწოდებთ, არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
აგრესია დასრულდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, არასდროს დაგიბრუნდებათ" - დმიტრო კულება
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები