კატალონიაში დღეს მასშტაბური გაფიცვები იმართება. მობილიზებულია ახალგაზრდების დიდი ჯგუფები. მოსახლეობა ესპანეთის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ სეპარატისტი ლიდერებისთვის თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას კატალონიის არაერთ ქალაქში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. უკვე ოთხი დღეა გრძელდება შეტაკებებია პოლიციასა და აქტივისტებს შორის. კატალონიელი სეპარატისტები ამბობენ, რომ ისინი საყოველთაო დაუმორჩილებლობას აცხადებენ. ბარსელონაში სამართადამცველთა დამატებითი ჯგუფები ცდილობენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას.