06:43
3 ივლისი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ნივთების ევოლუცია
კბილის ჯაგრისი, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებს ადამიანი და დღემდე აუცილებელი საშუალებაა ჩვენს აბაზანაში - ნახეთ ნივთის ევოლუცია
09-03-2022

კბილის ჯაგრისი, რომელსაც უძველესი დროიდან გამოიყენებდა ადამიანი და დღემდე აუცილებელი საშუალებაა ჩვენს აბაზანაში, თუმცა ადრინდელთან შედარებით მისი ვიზუალიც და დამზადების ტექნიკაც მნიშვნელოვნად განსხვავდება. კბილის ჯაგრისების მრავალფეროვნებამ შეიძლება დაგაბნიოთ, თუმცა სპეციალისტების რჩევით ისინი რამდენიმე ძირითად ჯგუფად იყოფა მათი მახასიათებლებიდან გამომდინარე. ბავშვებისთვის, მოზარდებისა და უფროსებისთვის განსხვავებული ჯაგრისები გვხვდება, რაც ჯაგრისი ზომებსა და სიხისტეში პოულობს სხვაობას. არის ორი ჯგუფის: ჰიგიენური იგივე პაროდონტოლოგიური და დამატებითი, ანუ - სპეციალური დანიშნულების ჯაგრისები.

კლასიფიკაციით არის ხელის, მექანიკური და ელექტრო. ამავე დროს ფორმის მიხედვით გამოირჩევა სწორი და კუთხოვანი. ბოჭკოების მიხედვით ორი ვარიანტის ჯაგრისის შეძენაა შესაძლებელი: ბუნებრივი და ხელოვნური ბოჭკოებით. მასალა: ნეილონი, პერლონი, დეროლონი, შერეული, რაც გულისხმობს სხვადასხვა ხარისხის სიხისტის ბოჭკოების კომბინაციას, კომბინირებული იგივე პოლიმერული საფარით, მიკროტექსტურირებული დაგრეხილი ბოჭკოებით და სხვა. სტომატოლოგების უმეტესობა გვირჩევს რბილი კბილის ჯაგრისის გამოყენებას, რადგან უხეში ბოჭკოები ხშირად ხდება კბილის მინანქრის დაზიანების და ღრძილების გაღიზიანების მიზეზი. თუმცა ინდივიდუალური მიდგომა და შერჩევა ყოველთვის საუკეთესო საშუალებაა.

ზოგიერთი კბილის ჯაგრისის ტანი მცენარეულია, ხშირად ბამბუკის. თუმცა, უმრავლესი მათგანი, რაც მასიურ გაყიდვაშია - იაფი პლასტმასისგან მზადდება. უნდა აღინიშნოს რომ ეკოლოგიაზე ზემოქმედების თვალსაზრისით ასეთი ჯაგრისები დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მხოლოდ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 1 მილიარდზე მეტი კბილის ჯაგრისი იყრება ნაგავსაყრელებზე, მათი უხრწნადი შემადგენლობის გამო როგორც მიწის ასევე წყლის დაბინძურების ალბათობა მნიშვნელოვნად მატულობს. შესაბამისად რიგ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა ჯაგრისის ხარისხს, რომლის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად ეკოლოგიის გაფრთხილებასაც ეხება.

კვლევების თანახმად, ბუნებრივი თვითწმენდა, რაც ენის ან ტუჩის ზედაპირის შეხებით ან ხახუნით კბილთა ზედაპირის გასუფთავებას გულისხმობს არ არსებობს. კბილის ნადების კონტროლის მიზნით აუცილებელია მისი მექანიკური მოცილება კბილის ჯაგრისით და ყველა იმ დამხმარე საშუალებით, რასაც სტომატოლოგია გვთავაზობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები