Bristl - ეს არის ინოვაციური კბილის ჯაგრისი, რომელიც იყენებს სინათლის თერაპიას პირის ღრუს გასასუფთავებლად და სამკურნალოდ. კბილის ელექტრო ჯაგრისი აერთიანებს ვიბრაციას და სინათლის თერაფიას, რომელიც კლინიკურად დამტკიცებულია და კლავს ბაქტერიებს. როგორც ამბობენ, ამგავრი თერაპია არა მარტო ბაქტერიებს აშორებს პირის ღრუს, არამედ კბილის ემალსაც ათეთრებს. მისი შემქმნელების თქმით, ტრადიციული კბილის ჯაგრისები არ აშორებს კბილებს ბაქტერიებს, არამედ მათ უბარლოდ ფანტავს პირის ღრუში. პირის ღრუს ბაქტერიები იწვევს სხვადსხვა ტიპის დაავადების 90 %. Bristl - ის შემქმნელების თქმით, მისი ლურჯი ნათება კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს ღრძილის დაავადებებს და ამავდროულად ათეთრებს კბილებს. ჯაგრისს სხვადსხვა ნათების რეჟიმი აქვს. წითელი სინათლე მკურბნალობს ღრძილებს, ხელს უწყობს კოლაგენის სეკრეციას , რომელიც არის ყველაზე უხვი პროტეინი ორგანიზმში. ეს ნივთიერება გვხვდება კუნთებში, ძვლებში, და კანში . გარდა ამისა, წითელი ნათება ხელს უშლის დაბერების პროცესს. ჯაგრისს ასევე აქვს კბილების გახეხვის ორი რეჟიმი, სტანდარტული და ნაზი, მგრძნობიარე ღრძილებისთვის. ჯაგრისი ავტომატურად ითიშება 2 წუთში, რომ არ გადაამეტოთ გახეხვა და არ გაიღიზიანოთ ღრძილები. როგორც ამბობენ, სინათლის თერაპია, რომელიც ინტეგრირებულია კბილის ჯაგრისში მეცნიერმა ნილს ფინზენმა 100 წლის წინ გამოიგონა და ამ დამსახურებისთვის მან ნობელის პრემია მიიღო მედიცინის დარგში. სინათლის თერაპიას ფართოდ იყენებენ მკურნალობის და კანის მოვლის პროცედურების დროს.