კემბრიჯის უნიერსიტეტი 2020-2021 აკადემიურ წელს ლექციებს ონლაინ ჩაატარებს. მედიის ინფორმაციით, კემბრიჯი მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ კორონავირუსის შესახებ ოფიციალური რეკომენდაციები გადაიხედება.
აღსანიშნავია, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტის მსგავსად შემოდგომის სემესტრის ონლაინ სწავლებაზე გადასვლას მანჩესტერის უნივერსიტეტიც გეგმას. გავრცელებული ინფორმაციით დისტანციური სწავლება უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში გაგრძელდება.