პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ისაუბრა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან გაუგებარია არგუმენტაცია იმის შესახებ თუ რატომ იღებენ რეზოლუციას. ქემოკლიძის განცხადებით ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერა ვერ გაბედა, არც მორალურად და არც პრაგმატულად გამართლებული არ არის.