ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კენდალ ჯენერი კიტრის დაჭრას ცდილობს. თავიდან კრის ჯენერი შვილს სთავაზობს, რომ კიტრს მზარეული დაუჭრის, თუმცა კენდალი უარობს და ბოსტნეულს თავად ერკინება. ეს ბრძოლა მარტივი როდია: კენდალი ვერ წყვეტს, როგორ და რომელი მხრიდან დაჭრას კიტრი და საკუთარ თავთან ერთად მაყურებელსაც ტანჯავს.
"ცოტა მეშინია", — გვიმხელს კენდალი, შემდეგ კი ოპერატორს ეუბნება: "კარგად ვერ ვჭრი, ამიტომ ახლოდან არ გადამიღო. პროფესიონალი არ ვარ".
კენდალის ვიდეოს ტვიტერის მომხმარებლები კრიტიკით შეხვდნენ. მათი თქმით, გადაცემის პროდიუსერებსა და ოჯახს უნდოდათ, ეს მომენტი საყვარელი და სასაცილო ყოფილიყო, თუმცა ამის მაგივრად მსოფლიოს კიდევ ერთხელ ანახეს, თუ რამდენად მოწყვეტილები არიან კარდაშიან-ჯენერები რეალობას.