ლიტვა ძალიან პატარა, მყუდრო და შესანიშნავი ბუნების მქონე ქვეყანაა. პატარა და ლამაზი ევროპული ქვეყანა ბუნების მოყვარულთათვისა და ქალაქის ხედების დამთვალიერებლებისთვის ნამდვილი სამოთხეა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაიღალეთ ბოჰემური და ძალიან აქტიური ცხოვრების სტილით, დიდი ქალაქის ხმაურითა და გსურთ მოსწყდეთ ცივილიზაციასა და მასში შემავალ რუტინულ ცხოვრებას, მაშინ ლიტვა სწორედ ისაა რაც დაგეხმარებათ უდიდესი სიმშვიდისა და კომფორტის პოვნაში. უსასრულო ტყეები, ტბები, რომლებიც ლიტვაში უხვადაა თავმოყრილი ნამდვილად გახდის თქვენს დასვენების პერიოდს ღირსშესანიშნავს.
გასტრონომია რომ ქვეყნისთვის ცალკე კულტურას წარმოადგენს, ეს არაერთხელ გვითქვამს თქვენთვის. ახლა კი გვინდა წარმოგიდგინოთ ლიტვის, იგივე ლიეტუვური სამზარეულო, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ შეიქმნათ ზოგადი შთაბეჭდილება ამ შესანიშნავ ადგილზე. დღევანდელ რუბრიკაში „გემრიელი მოგზაურობა“ სწორედ ლიტვის, მდიდარ გასტრონომიას გაგაცნობთ.