შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
მინისტრმა ტრიბუნიდან ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ ახალგორის მიმართულებით გადაკეტილია ე.წ. გადასასვლელი პუნქტი და რამდენიმე დღით "პერევის" მონაკვეთზე მოძრაობა სრულად შეფერხებულია.
მანვე საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, აღადგინონ მიმოსვლა.